ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე, ოჯახი გამოძიების დაწყებას ითხოვს

16 თებერვალი 2024, 15:00 1665 ნახვა

3 თებერვალს კლინიკა “ბი-ემ-სი“ში დაბადებული ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე ბარამიძეების ოჯახი გამოძიებას ითხოვს. 

ისინი ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. შესაბამის უწყებებს ოფიციალურადაც მიმართავენ, დღეს კი ბრიფინგი გამართეს. 

ახალშობილის გარდაცვალებას ისინი მკურნალი ექიმის დაუდევრობას და იმ მედიკამენტს უკავშირებენ, რომელიც მათივე თქმით, ფეხმძიმე ქალს მშობიარობის დაჩქარების მიზნით დაუნიშნეს.

ბარამიძეების ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალშობილის დედას ფეხმძიმობის პერიოდში გართულებები არ ჰქონია. მას თავიდან საკეისრო კვეთა სურდა, თუმცა მოგვიანებით ექიმების რჩევით ბუნებრივ მშობიარობას დათანხმდა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ, ახალშობილი გარდაიცვალა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მოქმედი რეგულაციით, ახალშობილის გარდაცვალება სავალდებულოდ ითვალისწინებს შემთხვევის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი კომისიის მიერ.

მათივე განმარტებით, კლინიკა აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან შესწავლის პროცესში, იმოქმედებს კომისიის დასკვნისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში