პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და მეუღლეს გაუკეთეს - ალექსეი ნავალნის მეუღლე

16 თებერვალი 2024, 19:13 478 ნახვა

ეს თუ სიმართლეა, მინდა, პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ, – ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით ის ინფორმაციას მხოლდო რუსეთის სახელისუფლებო წყაროებიდან ფლობს, რომელთა ნდობა რთულია.

„ეს თუ სიმართლეა, მინდა, პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეუღლეს გაუკეთეს. ეს დღე ძალიან მალე დადგება. მინდა, მსოფლიო თანამეგობრობას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს ბოროტება“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში