ნავალნის გარდაცვალება - გამოხმაურებები

16 თებერვალი 2024, 20:23 550 ნახვა

ის, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის პირადი პატიმარი იყო და, რომ მისი გარდაცვალება არც შემთხვევია, ამაზე ეჭვები არ უჩნდებათ ქართველ პოლიტიკოსებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ემსხვერპლა, თუმცა აქვე ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკონკურენტოა, რადგან მან ოპოზიციონერ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის საშუალება არ მისცა. ნავალნის გარდაცვალების ფაქტი სამწუხაროა მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერისთვის , და რუსი პოლიტიკოსს გარდაცვალებამ მას წინამორბედის რეჟიმი გაახსენა. ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას მიუნხენიდან გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში