პრეზიდენტმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვერა ჟუროვასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

16 თებერვალი 2024, 22:54 424 ნახვა

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვერა ჟუროვასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის.

პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს, საქართველოში გავლენების გაფართოებასა და ფეხის მოკიდებას, ევროკომისიის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად გააძლიერა საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში