უკრაინასა და საფრანგეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

17 თებერვალი 2024, 12:58 424 ნახვა

უკრაინასა და საფრანგეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, მხარდაჭერა არა მხოლოდ გრძელვადიანია, არამედ კოლექტიური განზრახვა აქვს.

შეთანხმება ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას.

დამატებითი ხელშეკრულება კი კიევისა და პარიზის სამხედრო თანამშრომლობას მოიცავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში