ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსეთში დაკავებების სერია დაიწყო

17 თებერვალი 2024, 08:09 484 ნახვა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნავალნის გარდაცვალების ფაქტის გავრცელების შემდეგ აქციები გაიმართა, სადაც შეკრებილებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციები გაიმართა რუსეთშიც, გავრცელებული ცნობით სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი პირი დააკავეს.

მოქალაქეები რუსეთის სულ მცირე 8 ქალაქში გამოვიდნენ, მათ შორის მოსკოვშიც, რის გამოც მოსკოვის პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მასობრივი აქციების მოწყობა უკანონო ქმედება იქნება.

სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც მარტო გამოვიდა ქუჩაში პლაკატით და მასზე  ეწერა: „დღეს მოკვდა ალექსეი ნავალნი”. ასეთივე პლაკატით ხელში ახალგაზრდა ქალი დააკავეს მურმანსკშიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში