გაერო ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

17 თებერვალი 2024, 09:00 390 ნახვა

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გაერო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა აწარმოოს. ჟენევაში გავრცელებულ განცხადებაშიწერია, რომ გაეროს ოფისმა  ნავალნის დაპატიმრების გამო არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება.

ამასთან, სანდო და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც, რის შესახებაც ინფორმაცია პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, გენერალური მდივანი ფაქტით შოკირებულია და უსამძიმრებს ნავალნის ოჯახს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში