ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი

17 თებერვალი 2024, 10:05 428 ნახვა

განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, დასრულდა. აუქციონის კომისიის სხდომაზე დახურულ კონვერტებში წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო. სულ სამინისტროში 146 წინადადება შევიდა, რაც პირველი აუქციონის დროს წარმოადგენილ განაცხადებზე თითქმის ორჯერ მეტია. საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

აღნიშნავია, რომ აუქციონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადდა.

შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად აუქციონზე გამოტანილია ე.წ. მარეგულირებელი ჰიდროსადგურებიც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდას, ასევე მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარანტიაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში