სტიქიის შედეგები ხულოსა და შუახევში

17 თებერვალი 2024, 12:04 457 ნახვა

ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე ოჯახი. გაიწმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის, შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები.

ასობით ლოკაციაზე განხორციელდა მეწყრული მასის და ზვავის გაწმენდა.

ამ ეტაპზე გაწმენდილია 137 მიმართულება და სამუშაოები უწყვეტად გრძელდება სამუშაოები დარჩენილ დამეწყრილ მონაკვეთებზე, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, მერიის  სტიქიის კომისია სწავლობს და უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა.

სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში