ისტორიული დღე ქართული UFC-თვის 

17 თებერვალი 2024, 14:08 667 ნახვა

ისტორიული დღე ქართული UFC-ისთვის. ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში კარიერის უმნიშვნელოვანეს ბრძოლებას გამართავენ.

საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება, მერაბ დვალიშვილი კი ორი წონის ყოფილ ჩემპიონს ჰენრი კეხუდოს შეებრძოლება.

გამარჯვების შემთხვევაში მერაბი სავარაუდოდ სასიტულო ბრძოლის უფლებას მიიღებს.

ქართველმა მებრძოლებმა ღონისძიებამდე წონები ოფიციალურად ჩააბარეს. მერაბ დვალიშვილმა 61.2 კილოგრამი დააფიქსირა, ილია თოფურიამ კი 65 კგ. წარმატებით ჩააბარეს წონები მათმა მეტოქეებმაც.

UFC 298-ის მთავარი ღონისძიება ანაჰეიმში ხვალ თბილისის დროით დილის 07:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში