იენს სტოლტენბერგის მოწოდება აშშ-ის კონგრესს

17 თებერვალი 2024, 20:01 399 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინისთვის დახმარების გადაცემის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან რაც უფრო ჭიანურდება დახმარების გადაცემა უკრაინისთვის, მით უფრო მეტი ჯარისკაცი იღუპება ფრონტზე.

იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა და მან შეერთებული შტატების კონგრესს დროული მოქმედებისკენ მოუწოდა.

აქვე ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის სხვა მოკავშირეების დახმარების მოცულობა უკვე აჭარბებს აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში