ისრაელში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

18 თებერვალი 2024, 10:48 485 ნახვა

თელავივში, ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მთავრობას, მხოლოდ, საკუთარი ინტერესები აქვს.

პარალელურად, ქალაქის მეორე ნაწილში, გაიმართა კიდევ ერთი დემონსტრაცია, სადაც აქციის მონაწილეები მთავრობას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად, მეტის გაკეთებისკენ მოუწოდებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში