უნგრეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს

18 თებერვალი 2024, 11:04 390 ნახვა

ვიქტორ ორბანის განცხადებით უნგრეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს.

პრემიერის თქმით, შვედეთის ნდობის აღსადგენად უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

უნგრეთის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 26 თებერვალს დაიწყება და ის არის ნატო-ს ერთადერთი წევრი, რომელსაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსში გაწევრიანების შესახებ ჯერ კიდევ არ მოუხდენია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში