რა თანხა მიიღეს ქართველმა მებრძოლებმა გამარჯვების შემდეგ

18 თებერვალი 2024, 13:04 555 ნახვა

UFC 298-ზე ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვებები მოიპოვეს. 

თოფურიამ ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა ამ ორგანიზაციაში.
დვალიშვილმა კი ჰენრი სეხუდოს სძლია. 

ბრძოლის დასრულების შემდეგ გაირკვა რომ მერაბი შემდეგ ბრძოლად უკვე ქამრისთვის ჩაატარებს.

ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების გამოცემა mmafighting.com-ის ინფორმაციით ილია თოფურიამ ჩემპიონობისთვის 350 000 დოლარი მიიღო, რასაც დაემატა ბონუსი 50 000 დოლარი საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის. 

მერაბ დვალიშვილს სეხუდოს დამარცხებისთვის 210 000 დოლარი ერგო.
 
გეტყვით რომ მიუხედავად მარცხისა UFC 298-ზე ყველაზე დიდი თანხა 750 000 დოლარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის ერგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში