გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში დამარცხდა

18 თებერვალი 2024, 20:01 485 ნახვა

გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. შერმადინის გუნდი ბარსელონასთან 32 ქულით  - 76:108 დამარცხდა.

ტენერიფემ პირველი პერიოდი 16:14 მოიგო, რის შემდეგაც მეორე მეოთხედში თამაში წააგო. ბარსელონამ მეორე პერიოდი 32 ქულით - 40:8 მოიგო. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

ბარსელონა ფინალში რეალს შეხვდება, რომელმაც ვალენსიას 95:76 მოუგო.

ესპანეთის თასის ფინალური მატჩი დღეს გაიმართება. ელ კლასიკო თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში