ავდიევკას სრულად რუსი სამხედროები აკონტროლებენ - რუსეთის თავდაცვა 

18 თებერვალი 2024, 20:04 432 ნახვა

უკრაინის ქალაქ ავდეევკას რუსი სამხედროები სრულად აკონტროლებენ და 8,6 კილომეტრით წინ წაიწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება აქვეყნებს.

განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალაქი უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს და მის შემოგარენში, ახალ პოზიციებზე გადაინაცვლეს.

ოკუპანტები ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების ნაწილი თავს, ქიმიური ქარხნის ტერიტორიას აფარებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში