მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი

18 თებერვალი 2024, 20:05 480 ნახვა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში, სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ საამქროში გადაჰქონდა.

რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალება დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ამბროლაურის „საქმიან ეზოში“.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაიგზავნება შესაბამის ორგანოებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში