თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

18 თებერვალი 2024, 20:08 468 ნახვა

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალები, ჯერ-ჯერობით უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში