აშშ-ში მოძალადემ ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს

19 თებერვალი 2024, 08:05 449 ნახვა
00:00
00:00

ქალაქ ბერნსვილში ოჯახური ძალადობის შესახებ სატელეფონო ზარი სისხლიან  შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  გამოძახების ადგილზე მისული ორი პოლიციელი და ერთი მედიკოსი მოძალადემ მოკლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დილით მოძალადე კაცი ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ჩაიკეტა და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა ერთი ადამიანი.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ეჭვმიტანილი გარდაიცვალა, მაგრამ არ დააკონკრეტეს  მისი  გარდაცვალების გარემოება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში