პუტინი მკვლელია - ამ ლოზუნგით ბერლინში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო

19 თებერვალი 2024, 10:46 500 ნახვა

ბერლინის ცენტრში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად ასობით ადამიანი შეიკრიბა. 47 წლის ნავალნიმ  კოლონიაში სეირნობისას გონება დაკარგა და გარდაიცვალა. 

ოპოზიციონერი  30-წლიან  სასჯელს იხდიდა. ჯერ კიდევ უცნობია მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.   

დემონსტრანტებს საპროტესტო  მსვლელობისას ხელში ეჭირათ ბანერები, რომლებზეც ვლადიმირ პუტინს  მკვლელს უწოდებდნენ და სკანდირებდნენ "ნავალნი არ მოკვდა, ის პუტინმა მოკლა".  ბევრი რუსეთს უკრაინაში  შეჭრის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. 

დასავლური მედიის თანახმად,  რუსეთის 32 ქალაქში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს პუტინის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გამართულ შეკრებებსა და მიტინგებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში