მონიტორინგი საბავშვო ბაღებში

19 თებერვალი 2024, 11:46 431 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღებში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და პროდუქტების ხარისხს ამოწმებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აკონტროლებენ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების რეგულაციებს.

ამ ეტაპზე დარღვევები არ გამოვლენილა, საბოლოო შედეგები კი ერთი თვის ვადაში გამოქვეყნდება.

გეგმურ შემოწმებას მონიტორინგის მუდმივმოქმედი ჯგუფი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში