საბერძნეთში ფერმერები ტრაქტორებით დედაქალქისკენ მიემართებიან

20 თებერვალი 2024, 10:51 392 ნახვა

ბერძენი ფერმერები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ, რათა მოემზადონ დედაქალაქისკენ საპროტესტო მსვლელობისთვის. ისინი ათენიდან ასი კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ კასტროში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო რაიონიდან თავიანთი ტრაქტორებით ჩავიდნენ და ათენისკენ გამგზავრებას აპირებენ. გეგმავენ  ტრაქტორები  პარლამენტის შენობის წინ გააჩერონ.   

ევროპელი კოლეგების მსგავსად, ბერძენი ფერმერები კვირების განმავლობაში აპროტესტებენ წარმოების მაღალ ხარჯებს და კლიმატის ცვლილების  შედეგად მიყენებულ  დანაკარგებს.

ფერმერებს ტრაქტორების კოლონას დედაქალაქისკენ პოლიციის ესკორტი გააცილებს, სადაც საპროტესტო აქციის დროს სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში