გაეროში რუსეთის ელჩი უკრაინას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს

20 თებერვალი 2024, 08:51 366 ნახვა

გაეროში რუსეთის ელჩმა  დაგმო უკრაინის მთავრობის მიერ რუსეთის  მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები, რომლებშიც  რუსმა დიპლომატმა ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვა და ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმები იგულისხმა.

ნებენზია ამტკიცებს, რომ ასეთი თავდასხმები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ განიცადა "მასიური წარუმატებლობა" ბრძოლის ველზე.    

გაეროში ჟურნალისტებთან საუბრისას ნებენზიამ უკრაინის თავდასხმები მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ნებენზიამ ასევე გააკრიტიკა შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები კონფლიქტში მათი როლისთვის და ივარაუდა, რომ აშშ-ს თავდაცვის მრეწველობა სარგებელს იღებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებიდან, რომელიც რუსეთში სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენება.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში