„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ - ზამთრის სკოლა

20 თებერვალი 2024, 11:02 490 ნახვა

„ევროკავშირში  გაწევრიანების  პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ - ბსუ- ში  იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ზამთრის სკოლა გაიხსნა. 5 დღიანი  სკოლის  მიზანი ევროპული ღირებულებების   პოპულარიზაცია და  ევროკავშირში   გაწევრიანების პროცესის შესახებ   სტუდენტების ინფორმირებაა. 

ევროკავშირის  გაფართოვების  ისტორია, საქართველოს, უკრაინის,მოლდოვის ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან, სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები ,რუსული  პროპაგანდა  ევროინტეგრაციის წინააღმდეგ   და  სხვა არაერთი თემა იქნება   განხილვის საგანი.

შედგება ასევე   დისკუსიები.  ზამთრის სკოლაში   30  სტუდენტი მონაწილეობს , მათ შორის   რამდენიმე,  უკრაინიდან და მოლდოვიდან პროცესში  ონლაინ ფორმატით  ჩაერთვებიან.

ზამთრის სკოლა  ერასმუს პლუსის  პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის ფარგლებში  ტარდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში