შვედეთი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის მიზნით  630 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს 

20 თებერვალი 2024, 13:00 378 ნახვა

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილ პაკეტს გადასცემს, რომლის  ღირებულება 630 მილიონ ევროს აღწევს.

პაკეტი მოიცავს ათ სადესანტო შემტევ კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა აღჭურვილობას, საზენიტო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რობოტებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო აპარატურას და სასწრაფო დახმარების მანქანებს.

თანხის ნაწილი ასევე დაიხარჯება სხვადასხვა ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენად და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში