პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მდებარე ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტეს

20 თებერვალი 2024, 16:01 461 ნახვა

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მდებარე ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები არ ატარებენ სატვირთო ავტომობილებს, ასევე ბლოკავენ სამგზავრო ტრანსპორტის, ავტობუსებისა და მატარებლების მიმოსვლას.

პოლონელი ფერმერები უკრაინის მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს და უკრაინელი გადამზიდებისთვის დაწესებულ საბაჟო შეღავათებს აპროტესტებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ფერმერების პროტესტს პოლიტიკური სარჩული აქვს.

პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი უღირსს უწოდებს პოლონელი ფერმერების ქმედებებს, რომლებმაც სატვირთო მატარებლიდან უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს.

დიპლომატმა დაგმო ფერმერების მიერ მედიკა-შეგინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მარცვლეულის დაყრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში