ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა დაიწყო

23 მაისი 2016, 00:00 5044 ნახვა

ტექნოლოგირუი ინსტიტუტის მშენებლობა იწყება. შენობას საძირკველი რამდენიმე წუთის წინ ჩაეყარა. "ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის"-განაცხადა პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსიტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ცენტრებთან. განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში