7 ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის იერიშებს სულ მცირე 29 313 პალესტინელი ემსხვერპლა - პალესტინის ჯანდაცვის სამინიტრო

22 თებერვალი 2024, 10:20 453 ნახვა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქ რაფაჰის მიმართულებით ისრაელმა მორიგი ავიაიერიშები განახორციელა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

მათივე ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტიდან დღემდე, ისრაელის იერიშებმა სულ მცირე 29 313 პალესტინელი შეიწირა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, ღაზას სექტორის ქალაქ ხან იუნისთან რამდენიმე ობიექტის დაკავება შეძლეს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თუ „ჰამასი“ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება.

დიდმა ბრიტანეთმა ღაზაში პირველადი დახმარების მარაგი, მათ შორის, მედიკამენტები საკვები და საწვავი თვითმფრინავით გაგზავნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა ისევ უარესდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში