თანამშრომლობის მემორანდუმი

22 თებერვალი 2024, 09:26 360 ნახვა

კომუნიკაციების კომისიას და ევროპის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც ხელი კომისიის წევრმა და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია კომისიის მხარდაჭერით უკვე დანერგილი მედიაწიგნიერების საგნის კიდევ უფრო ფართოდ ინტეგრირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგანმანათლებლო პროგრამაში.

გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს ComCom-ის ორგანიზებით ადგილობრივი თუ უცხოელი პროფესორების სემინარებისა და თემატური კონფერენციების ჩატარებას, ასევე მედიაწიგნიერების მიმართულებით, ლექტორებისა და სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორცილებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში