ბათუმის „დინამო“ მეკარე ანტონ ჩიჩკანმა დატოვა 

22 თებერვალი 2024, 09:44 416 ნახვა

ბათუმის „დინამო“მეკარე ანტონ ჩიჩკანმა დატოვა და კარიერას პოლონეთში, კრაკოვის „ვისლაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს. 28 წლის ანტონ ჩიჩკანი მინსკის „დინამოს“ აღზრდილია, საიდანაც ბორისოვოს ბატე-ში გადავიდა.

ასევე თამაშობდა „სმოლევიჩში“, „უფაში“, ხოლო 2022 წლის სექტემბერში „დინამო თბილისის“ წევრი გახდა, მაგრამ თამაში არ უწევდა და დეკემბერში გუნდი დატოვა.

თბილისიდან ჩიჩკანი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც თავიდან ძირითადი მეკარე იყო და 16 მატჩი  ჩაატარა. ს

ეზონის მეორე ნახევარში ბათუმელთა კარში როინ კვასხვაძე ჩადგა და ჩიჩკანი კვლავ სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა, სეზონის ბოლოს კი ბელარუსმა მეკარემ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში