დანიის ნაკრებს წამყვანი კალათბურთელი გამოაკლდა

22 თებერვალი 2024, 08:05 403 ნახვა

დანიის საკალათბურთო ნაკრებს, რომელსაც საქართველო ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო მატჩში დაუპირისპირდება, ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი გამოაკლდა. საუბარია იტალიური „მილანის“ ვარსკვლავ შევონ შილდსზე.

დანიელებმა დაასახელეს 14-კაციანი შემადგენლობა, რომელსაც საქართველოსთან მატჩისთვის კიდევ ორი მოთამაშე გამოაკლდება. სიაში შილდსის გარდა ვერ მოხვდნენ ნოა ჩერჩილი „ბაკენ ბეარსიდან“ და სამი ელერაკი ესპანური „ალგესირასიდან“. როგორც დანიელები წერენ, ამ კალათბურთელებს მცირე ტრავმები აწუხებთ და რეაბილიტაცია სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დანიას სტუმრად 23 თებერვალს დაუპირისპირდება, იმავე დღეს სერბეთი ფინეთს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში