კრემლი ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა

22 თებერვალი 2024, 13:13 429 ნახვა

კრემლი ვლადიმერ პუტინის მისამართით ნათქვამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის  უცენზურო სიტყვებს გამოეხმაურა. პესკოვის თქმით, ვინც  ამგვარ ლექსიკას იყენებს, უფრო საკუთარ ქვეყანას შეურაცხყოფს. 

ბაიდენმა სან-ფრანცისკოში საარჩევნოდ  თანხების შეგროვების მიზნით გამართულ ღონისძიებაზე პუტინს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და  განაცხადა, რომ ყოველთვის არის ბირთვული კონფლიქტის საფრთხე, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე  კლიმატი რჩება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში