ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ

23 თებერვალი 2024, 10:02 449 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ისრაელის მიერ ღაზის ცენტრალური ნაწილის დაბომბვამ, 40 პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ძალები ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში ხელახლა შევიდნენ, მას შემდეგ, რაც ის დროებით, სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუარესების ფონზე დატოვეს.

ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დარჩენილი პაციენტების ევაკუირებას გეგმავს ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოდან, სადაც მედიის ცნობით, დაახლოებით 140 პაციენტი იმყოფება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორებმა მანამდე პაციენტები ხან იუნისში მდებარე საავადმყოფოდან, ღაზის სამხრეთ ნაწილში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში