23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი 2024, 11:40 587 ნახვა

საქართველოში 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ, კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, სამშობლოს დასაცავად თავი გასწირეს.

კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებები, ქვეყნის გასაბჭოებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლით და კომუნისტური მმართველობის დამყარებით დასრულდა, თუმცა ეროვნულ არმიასთან ერთად მებრძოლი ქართული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტების თავგანწირულმა ბრძოლამ, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს პოზიციები არაერთხელ დაათმობინა და უკან დაახევინა.

საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე 2010 წლიდან აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში