პუტინის ომი უკრაინაში 

23 თებერვალი 2024, 08:01 387 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტის იერიშს დონეცკის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის  ბავშვი. მტერმა ოდესას დრონებით და რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც რამდენიმე ობიექტში ხანძარი გაჩნდა და 1 ადამიანი დაიღუპა. აგრესორი კვლავ აგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებას.

დნეპროპეტროვსკის ოლქში დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, მტრის მიერ გაშვებული 9 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. ასევე, თავდაცვის ძალებმა  6 მიმართულებით მოიგერიეს რუსი ოკუპანტების იერიშები.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კი სულ 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში