სლოვაკეთში ფერმერები პარლამენტთან ტრაქტორებით მივიდნენ

23 თებერვალი 2024, 10:44 392 ნახვა

ამჯერად ფერმერების საპროტესტო აქცია სლოვაკეთში იმართება. ფერმერები ქვეყნის პარლამენტთან ტრაქტორებით მივიდნენ, რის გამოც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხდა. ეს სლოვაკეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.

აქციის მონაწილეები ევროკავშირისგან ბიუროკრატიისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ.

აცხადებენ, რომ ევროკავშირის არა წევრი ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეუზღუდავი იმპორტი უნდა შეჩერდეს, რადგან ევროპელი ფერმერები უსამართლო კონკურენციის პირობებში იმყოფებიან და დიდ ზარალს განიცდიან. საუბარია, უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში