ხანძარს ვალენსიაში მსხვერპლი მოჰყვა

23 თებერვალი 2024, 09:50 370 ნახვა

ვალენსიაში 14 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე ეძებენ 19 პირს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებულია 14 ადამიანი, მათ შორის 1 მცირეწლოვანი. ადგილზე 20-ზე მეტი ეკიპაჟი მუშაობდა.

მედიის ცნობით ხანძარი თავდაპირველად კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობაზე გავრცელდა. გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც გამოეხმაურა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში