ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ევროპის ჩემპიონმა მარცხით დაიწყო

23 თებერვალი 2024, 10:26 426 ნახვა

დღეს ქალაქ ნესტვედში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპს უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი მატჩით იწყებს. დანიის ნაკრებთან ალეკსანდრ ჯიკიჩის 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია.

ფიბა-ს ოფიციალური აპლიკაციის მიხედვით, 14 რჩეულიდან ალეკსანდარ ჯიკიჩმა განაცხადს მიღმა დატოვა დავით კაკუშაძე ვიქტორ სანიკიძის აკადემიიდან და გიორგი ტურძილაძე დელტადან. ჩვენი გუნდი ტურნირს დღეს იწყებს, თუმცა შეჯიბრება კონტინენტის სხვა ქვეყნებში უკვე დაიწყო. დიდი სენსაცია მოხდა სარაგოსაში, სადაც ევროპის მოქმედ ჩემპიონს, რომელსაც დიდი პაუზის მერე რიკი რუბიო დაუბრუნდა, ლატვიამ 79:75 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ დანია-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში