ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება

23 თებერვალი 2024, 15:02 446 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება. ნიკოლ ფაშინიანმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქოს ოფიციალური განცხადებები „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ ნიშნავს, რომ სომხეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანულად მიიჩნევს.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას არ ცნობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში