ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო - საფრანგეთის ელჩი

23 თებერვალი 2024, 17:24 374 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან, ახლა დროა, ეს განცხადებები რეალობად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

„თავდაპირველად ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გაკეთებულმა განცხადებებმა, ვიდრე ის ბრიუსელში წავიდოდა. მისი განცხადება ეხებოდა ევროკავშირის გეგმას და როგორ აპირებს, საქართველომ გააკეთოს ყველაფერი ისე, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აშკარაა, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა დროა, ეს განცხადებები რეალობად იქცეს. ჩვენ ამ ყველაფერს საქართველოდან დავინახავთ. ვიმედოვნებ, მომეცემა შესაძლებლობა, ჩემს დედაქალს ძალიან კარგი ამბები ვაუწყო იმის შესახებ, როგორ ახორციელებს საქართველო ყველა რეფორმას“, – განაცხადა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში