ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი დანიასთან მარცხით დაიწყეს 

24 თებერვალი 2024, 09:48 495 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი, თავის უშუალო კონკურენტთან, დანიის ნაკრებთან სტუმრად ქალაქ ნესტვედში გამართა და 69:75 დამარცხდა, რითაც ფინალურ ეტაპზე გასვლა გაირთულა.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიამ ჩააგდო - 27, ახალმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჯო ტომასონმა 16 ქულა მიითვალა, 11 ქულა კი ბათუმელი დებიუტანტის გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე იყო.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს გამართავს და თბილისში სერბეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში