ინკლუზიური განათლება და გამოწვევები

24 თებერვალი 2024, 14:08 594 ნახვა

ინკლუზიური განათლება და გამოწვევები - ამ თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. მასში ხელვაჩაურის სკოლამდელი აღზრდის, საჯარო სკოლების, აჭარის პროფესიული კოლეჯის, განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტებისა, უმაღლესი საბჭოს, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები იღებნენ მონაწილეობას.

ფორუმზე მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და ისაუბრეს ინკლუზიური განათლების საჭიროებაზე. განიხილეს გამოწვევებიც, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით.

მსჯელობა შეეხო პრობლემების მოგვარების გზებსაც. 

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა წელს ორი ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესებზეა მორგებული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში