“გემო ფესტი” მესტიაში

24 თებერვალი 2024, 17:44 491 ნახვა

მესტია უკვე მეორედ გემო ფესტს მასპინძლობს. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ატარებს.  ღონისძიების ფარგლებში მესტიაში სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური და საბავშვო გასართობი სივრცეებია მოწყობილი.

ფესტივალზე 20-მდე ადგილობრივი მზარეული, კვების ობიექტი და საოჯახო სასტუმროა წარმოდგენილი. 

შერჩეული ადგილობრივი მზარეულები ცნობილ და ნაკლებად ცნობილ კერძებს ახალი გემოებით სთავაზობენ ვიზიტორებს. ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომელმაც ამ დღისთვის მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენები დანიშნა.

„გემო ფესტის” მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში