იერუსალიმში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

25 თებერვალი 2024, 10:48 473 ნახვა

იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ასობით ისრაელელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები აკრიტიკებდნენ მთავრობას და „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი 134 მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვდნენ.

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ადანაშაულებდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თელ ავივში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მათივე ცნობით, დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში