“გემო ფესტი” მესტიაში

25 თებერვალი 2024, 17:50 572 ნახვა

მესტიაში გრძელდება კულინარიული ფესტივალი ''გემო ფესტი''. მეორე დღეს მოედანზე ისევ მიმდინარეობს ტრადიციული სვანური  გათანამედროვებული კერძებია დეგუსტაცია, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა. მოწყობილია მუსიკალური და ბავშვების გასართობი სივრცე.  ფესტივალი ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.

პატარებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ვორქშოფებსა და მასტერკლასებში. ადგილობრივმა მზარეულებმა ორ დღეზე გათვლილი  მოდერნიზებული კერძები გუშინვე გაყიდეს. ყველაზე დიდი მოწონება  იმ კერძებმა დაიმსახურეს, რომლებიც ძველი სვანურ და ახალ გემოები აერთიანებს. 

წელს ფესტივალში 20 მდე ადგილობრივი მეწარმე და მზარეული, ასევე 30 ზე მეტი  მოდერნიზებული კერძია წარმოდგენილი.

''გემო ფესტი'' 2024 მესტიაში დღეს საზეიმო კონცერტით დასრულდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში