იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს - ფუმიო კიშიდა

25 თებერვალი 2024, 19:33 464 ნახვა

იაპონია რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოსკოვის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, დამატებით სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

"ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოვლენა, რადგან ბრძოლის ველზე ვითარება რთულია და საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდა," - თქვა კიშდამ.

 

ფუმიო კიშიდა ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა, მიმდინარე წელს, მისი კაბინეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში