დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

26 თებერვალი 2024, 11:13 489 ნახვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა.

"აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაში დამარხეს.

ასევე, დანაშაულის ჩამდენი პირები მოკლულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იქნა ნაპოვნი.

დანაშაულის ჩამდენ ერთ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო და დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს“, - აცხადებენ გენპროკურატურაში.

 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში