სანადირო სეზონი ტურნირით დასრულდა

26 თებერვალი 2024, 10:58 847 ნახვა

ნადირობის სეზონის დასრულება აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტულმა ფედერაცია „მაჭახელამ“ ინგლისურ სპორტინგში ტრადიციული ტურნირით აღნიშნა.

შიდა დახურულ შეჯიბრებაში მხოლოდ 32 პროფესიონალი და მოყვარული მონადირე მონაწილეობდა. ასპარეზობა სხვადასხვა პოზიციიდან და დისტანციიდან სროლაში გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული გოგიტა სარხანიძე გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, სოლომონ მახარაძე და ბაჩო ჩხიძე გავიდნენ.

გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებისა და თასების გარდა, სიმბოლური საჩუქრებით და სამონადირეო აღჭურვილობით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში