თალიბებმა ავღანეთში პატიმრობიდან 84 წლის ავსტრიელი გაათავისუფლეს

26 თებერვალი 2024, 08:50 428 ნახვა

თალიბებმა  ავღანეთში გასული წლის მაისში დაკავებული 84 წლის  ავსტრიელი  ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი ჰერბერტ ფრიცი გაათავისუფლეს.  ავსტრიის მთავრობის განცხადებით, მას  ფრიცის გათავისუფლებაში კატარი დაეხმარა.  

გასულ წელს მისი დაპატიმრების შემდეგ  ავსტრიულმა გაზეთმა დერ შტანდარტმა დაწერა, რომ ფრიცი ავღანეთში გაემგზავრა და იქ ცხოვრება დადებითად შეაფასა. ამან ხელი შეუწყო ანტიიმიგრაციულ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ავღანეთი იყო უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ლტოლვილებს შეეძლოთ დაბრუნება - ნათქვამია გაზეთის პუბლიკაციაში.

თალიბებმა ის ჯაშუშობის ბრალდებით  დააკავეს. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იბრძოდა ფრიცის გასათავისუფლებლად და მადლობა გადაუხადა კატარს და ქაბულში ევროკავშირის წარმომადგენლობას  დახმარებისთვის.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში