პირველ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი - გარემო

26 თებერვალი 2024, 13:09 561 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

„თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში